ამაზონის დაკარგული ამანათების შესახებ

ვხსნი ამანათებს. ვპოულობ ნივთებს. ვყიდი ადეკვატურ ფასად.

ჩემი ისტორია
ამაზონის დაკარგული ამანათების გახსნა

როგორ და სად დავიწყე ამანათების გახსნა

ოცა პირველად პოლონეთში ამაზონის დაკარგული ამანათების გახსნა დავიწყე, ეს უბრალოდ ინტერესით დაწყებული ექსპერიმენტი იყო. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ არც მე ვიცოდი წინასწარ რა ნივთი დამხვდებოდა შიგნით — ყოველი გახსნა რეალური ემოცია და მოულოდნელობა იყო.

დროთა განმავლობაში ეს პროცესი ჩემს ყოველდღიურ საქმიანობად იქცა. ახლა უკვე ხშირად ვყიდულობ სხვადასხვა ამანათს, ვხსნი კამერის წინ და ყველაფერს ვიდეოების სახით ვუზიარებ ხალხს. თითოეული რეაქცია, გაოცება და შეფასება რეალურია — ზუსტად იმ მომენტში ვხედავ პროდუქტს პირველად, როგორც მაყურებელი.

ნივთებს შემდეგ ვამოწმებ, ვუღებ ფოტოებს და საიტზე ვდებ ადეკვატურ ფასებში გასაყიდად. აქ შეგიძლია იპოვო სრულიად ახალი, უცნაური, საინტერესო ან უბრალოდ კარგი ნივთები, რომლებიც რეალურად ამაზონის დაკარგული ამანათებიდან არის აღმოჩენილი.
ეს უბრალოდ ონლაინ მაღაზია არ არის — ეს არის რეალური აღმოჩენების სივრცე, სადაც თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს.

"ყოველი ამანათი — ახალი სიურპრიზია. და ეს ემოციები მინდა გაგიზიაროთ."